» ჯანქი » რუსეთში ქალმა ღამე სახლში შეჭრილ ქურდთან გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა

რუსეთში ქალმა ღამე სახლში შეჭრილ ქურდთან გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა



რუსეთში ქალმა ღამე სახლში შეჭრილ ქურდთან  გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა
დიასახლისის თბილი დახვედრის მიუხედავად, მამაკაცი მაინც ცდილობდა მისგან დიდი თანხის მოპარვას.

40 წლის ელენა (სახელი შეცვლილია) ისვენებდა მძიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში, ზვენიგოროდის მახლობლად, მის გარდა იმ ტერიტორიაზე არავინ იყო.
ქალი პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ნერვიულობდა და ამიტომ დალია ცოტაოდენი ღვინო.
ელენა თითქმის ჩაძინებული იყო, როდესაც რაღაც შარიშურის ხმა მოესმა. მან თვალები გაახილა და მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა. ელენას არ შეშინებია და იმის ნაცვლად, რომ პოლიცია გამოეძახა, მან დაუპატიჟებელ სტუმართან საუბარი გააბა.
მამაკაცი მას საკმაოდ მომხიბვლელად მოეჩვენა და თავად კაცის არ მალავდა ინტერესს სახლის დისახლისის მიმართ. ძალიან მალე ორივენი საწოლში აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც ჩახუტებულებმა დაიძინეს.

კოტეჯის დიასახლისის თბილი დახვედრის მიუხედავად, დაუპატიჟებელ სტუმარს არ დაავიწყებია თავისი ვიზიტის მიზანი და სანამ ელენას ეძინა, მან გაჩხრიკა სხვა ოთახები. ერთ -ერთ მათგანში მამაკაცმა აღმოაჩინა სეიფი, საიდანაც დიდი თანხა აიღო. ღამის სტუმარი ულვე აპირებდა სტუმართმოყვარე ქალის სახლის დატოვებას, მაგრამ დრო აღარ ეყო. აღმოჩნდა, რომ დიასახლისმა თურმე გაიღვიძა და თვალს ადევნებდა ქურდს, მან უკვე გამოიძახა პოლიცია. მძარცველ-საყვარელმა ვერ მოასწრო მიმალვა, ის სწორედ სახლის ეზოში დააკავეს.

– დავაკავეთ 35 წლის მამაკაცი, წარმოშობით სომხეთიდან, რომელიც ქალაქ ზვენიგოროდში შეიპარა სახლში და მოიპარა ფული- ნახევარი მილიონი რუბლის ოდენობით. – იუწყება kpმძარცველის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოპარული ფული მფლობელს დაუბრუნდა.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+