» ჯანქი » გინეკოლოგი პაციენტებს დაავადების სამკურნალოდ მასთან სექსს სთავაზობდა

გინეკოლოგი პაციენტებს დაავადების სამკურნალოდ მასთან სექსს სთავაზობდა



გინეკოლოგი პაციენტებს დაავადების სამკურნალოდ მასთან სექსს სთავაზობდა
იტალიის ქალაქ ბარიში 60 წლის გინეკოლოგმა მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს „მიაგნო“ და პაციენტებს განმკურნავ სექსს სთავაზობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ჯოვანი მინიელო საიდუმლო გამოძიების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიაში მივიდა ქალი და განაცხადა, რომ ექიმმა მას პაპილომა ვირუსისგან განკურნება მასთან სექსის საუშალებით შესთავაზა. დაზარალებულმა ითხოვა მოძალადის გამოაშკარავება.

ქალი ყვება, რომ მან წლების მანძილზე ვერ შეძლო დაორსულება და მიზეზის დასადგენად გინეკოლოგთან მივიდა კონსულტაციაზე. მისი თქმით ექიმი უცნაურად იქცეოდა: ეხებოდა მის მკერდს და ამბობდა, რომ პატარა ბიუსტი უყვარს. ექიმმა შესაბამისი კვლევები ჩაატარა, ანალიზები აუღო და შეატყობინა მალევე, რომ პაპილომა ვირუსი დაუფიქსირდა.

შემდეგ კი დაიწყო იმის მტკიცება, რომ ის აღნიშნულ დაავადებაზე ვაქცინირებულია და მასთან სექსის შემდეგ ქალი ანტისხეულებს მიიღებს და განიკურნება. მოყოლილის შემდეგ დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება. ერთ-ერთი ჟურნალისტი მანიელოსთან მივიდა, რომგორც პაციენტი. ექიმმა მას განმკურნავი სექსი შესთავაზა, ჟურნალისტი დათანხმდა და შეხვედრა დანიშნეს ერთ-ერთ სასტუმროში.

ნომერში ასვლისას, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული მინიელო გაშიშვლდა, რა დროსაც რეპორტიორი შევიდა ოთახში და განუცხადა, რომ ის ჟურნალისტური გამოძიების მთავარი გმირი გახდა.

მოგვიანებით ბევრი მსხვერპლი გამოვლინდა, თავად ექიმი კი ამბობს, რომ ეს არის ალტერნატიული მეთოდი, მკურნალობისა, რომლითაც „ბევრი სიცოცხლე იხსნა“. 

წყარო: ​newposts.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+