ჯუღელმა მიზანს მიაღწია და კვარა გაზრდილი ანაზღაურებით გააფორმებს კონტრაქტს
როგორც იტალიური მედია იუწყება ხვიჩა კვარაცხელია ახლოს არის "ნაპოლთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
წყაროს თანახმად მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სექტემბერში შეთანხმდნენ , ნეაპოლური კლუბი ხვიჩას თანამშრომლობის 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონევროს სთავაზობს და თანხა ბონუსების გათვალისწინებით 7 მილიონამდე გაიზრდება.
ჯუღელის თავდაპირველი მოთხოვნა რვა მილიონი ევრო იყო, სავარაუდოა რომ ორივე მხარე მცირე დათმობაზე წავა და რამდენიმე კვირაში კვარა ოფიციალურ გააფორმებს ახალ კონტრაქტს , მისი ხელფასი კი 7-დან 8 მილიონ ევრომდე იქნება.
კომენტარები (0)