საქართველოს ნაკრებში ყველა მოთამაშე ეთნიკურად ქართველიაო - აღნიშნეს, გაკვირვებულმა ევროპელებმა…
ხოდა, მერე სხვა ქვეყნის ნაკრებებს გადავავალე თვალი - უკვე, იშვიათია - ეთნიკური ფრანგები, ეთნიკური ესპანელები, ეთნიკური იტალიელები…
და, სიამაყით ავივსე! ასეთი პატარა ქვეყანა და ასეთი ნაკრები - სუფთა ეროვნული!
მერე რობაქიძე გამახსენდა: “სხვა ქართულ ცეკვას ვერ იცეკვებს რასა არ ეყოფაო”…
ქართული ჯიში, ქართული გენი, ქართული ყოფა - ჩვენი გადარჩენის და ჩვენი მარადიული სიცოცხლის საიდუმლოა!
ნუ დამძრახავთ, რომ ვინმეს პატივს არ ვცემ - ყველა ეროვნებას და ყველა ეთნოსს გაუმარჯოს, ახლა უბრალოდ - საქართველოზე მომინდა მეთქვა…
ხოდა, ამ პატარა, მაგრამ ეროვნულ საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენს ქართულ “ჯიშს” გაუმარჯოს!
ის როგორ იყო “ხვედელიძე დაცვას მიხედე - დაცვასო”? - ახლა, დემოგრაფიას მივხედოთ, დემოგრაფიას! იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლო - ჩვენს გენშია!
ხოდა, ისევ რობაქიძე: “ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა - საუკუნეებში ტანჯული საქართველოს წიაღიდან! არაა ეს საკვირველი? მართლაც რომ საკვირველია! სადღაც უნდა მეთქვას: ყოველი წვეთი სისხლისა, საქართველოს დედულ-მამულისთვის დანთხეული, მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას, ახლა ვამბობ: საქართველო დაჭრილი მზეა, “დაჭრილი მზე” - მაგრამ მაინც მზე!”
შენ გაგიმარჯოს ჩემო ქვეყანა-შენი გამარჯვებებით და ხანდახან, ღირსეული დამარცხებებით!
მრავალჟამიერ ჩემო სამშობლო - სხვა საქართველო რომ არსად არაა!
ნიუსი შემხვდა: “საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია”… ხოდა, ეროვნული როა, ქართული როა - იმიტომ იბრძოლეს ისე “ან სიკვდილი და ან გამარჯვებაო” - რომ გადარიეს ევროპელები…
ვაშა, ეროვნულ ნაკრებს, ნამდვილ ეროვნულს - ვაშა!
დიდება ჩემს სამშობლოს!
Mariam Gabedava
კომენტარები (0)