» ფეხბურთი » “ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო, სანამ რამე შემიძლია მათ გამო…” – ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური სიტყვები

“ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო, სანამ რამე შემიძლია მათ გამო…” – ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური სიტყვები



“ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო, სანამ რამე შემიძლია მათ გამო…” – ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური სიტყვები
ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ ოჯახს უჭირავს, ამას ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს. მშობლებისა და მეუღლის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა:
„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა… ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემს გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ.
არიან მამები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, ვარჯიშზე აუცილებლად უნდა წახვიდეო და არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ, რომ მამამ უთხრა ასე. მაგრამ ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ადამიანს, რაც უნდა, ის გააკეთოს.
რა თქმა უნდა, თუ ცუდ რამეს აკეთებს, მამამ რჩევა უნდა მისცეს. ჩემს მაგალითს მოვიყვან: მამაჩემს ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რატომ არ ვარჯიშობ, ან ვარჯიშზე წადი აუცილებლადო. ამას სულ ჩემი სურვილით ვაკეთებდი. იყო ხოლმე პერიოდი, რომ ძალიან წვიმდა, მაგრამ მე მაინც მივდიოდი და მამაჩემს უკვირდა ხოლმე. იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.“ – ამბობს კვარაცხელია

წყარო: pnews.ge

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+