» esport » სინამდვილეში რამ გამოიწვია თემურ წიკლაურის გარდაცვალება – ნახეთ რას პასუხობს ქეთი წიკლაური ეკა კვალიაშვილს

სინამდვილეში რამ გამოიწვია თემურ წიკლაურის გარდაცვალება – ნახეთ რას პასუხობს ქეთი წიკლაური ეკა კვალიაშვილს



სინამდვილეში რამ გამოიწვია თემურ წიკლაურის გარდაცვალება – ნახეთ რას პასუხობს ქეთი წიკლაური ეკა კვალიაშვილს
გუშინ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ტოქშოუში „ღამის პრაიმ-თაიმი“ კოორნავირუსთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა.

როგორც მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა თქვა, მას კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკის არ სჯერა. ასევე, არც იმის, რომ თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, ჩვენ მომღერლის შვილს, ქეთი წიკლაურს ვთხოვეთ:
„ეკა ოჯახის წევრი არ არის და ნამდვილად არ იყო საქმის კურსში, გასულ წელს რა მოვლენებიც ხდებოდა, როდესაც მამა ავად გახდა. ის კორონავირუსით დაინფიცირდა და შემდეგ, თანმხლები დაავადებებიდან გამომდინარე დამძიმდა და გარდაიცვალა. არ ვიცი, ეკა რას გულისხმობს. მაგრამ, ის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ოჯახი ვიყავით კორონავირუსით ინფიცირებულები. შემდეგ, მამა დამძიმდა. რაც გინდათ, დაუძახეთ. ვირუსმა გამოიწვია გარდაცვალება“, – ამბობს ქეთი წიკლაური „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+