» "კაცი უნდა იყოს ჩუმად და მაშინ დაილაპარაკოს, როცა ნებას დავრთავ“ - რას წერს ლია ლიქოკელი?

"კაცი უნდა იყოს ჩუმად და მაშინ დაილაპარაკოს, როცა ნებას დავრთავ“ - რას წერს ლია ლიქოკელი?



"კაცი უნდა იყოს ჩუმად და მაშინ დაილაპარაკოს, როცა ნებას დავრთავ“ - რას წერს ლია ლიქოკელი?
მწერალი, ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  ქალის არასტანდარტული ყოველდღიურ ცხოვრებაზე და არსებული ვალდებულებების შესახებ წერს.

"სექსისტი არ ვარ, მაგრამ კაცი უნდა იყოს ჩუმად და მაშინ დაილაპარაკოს, როცა ნებას დავრთავ; 

ის უნდა ჩაიცვას, რაც მე მომწონს. სახლში საერთოდაც მირჩევნია ტიტველმა იაროს და არ გაბედოს დაწუწუნება, რომ სცივა. 
ის საჭმელები უნდა გამიკეთოს, რომელიც მე მიყვარს. 
თუ თვითონაც მოუნდება ჭამა, მიჯდეს სადმე კუთხეში და იკიკნოს იქ აჯობებს ცოტა ჭამოს, ძაან გაძვირდა საჭმელი და თან ღიპს გავუზომავ პერიოდულად - პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს. 
ვარჯიშის და ეგეთების უფლებას არ მივცემ, არ მიყვარს კუნთებიანი კაცები, თან მეტი საქმე არ მაქვს, ვიღაც ნაშებმა თვალები უცეცონ დაბურცულ ძუძუებზე და ბიცეფსებზე. 
საკუთარი აზრის გამოთქმა თუ მოუნდება მაგალითად,  პოლიტიკაზე, შემწყნარებლურად მოვუსმენ დილას ათი წუთი და საღამოს - შვიდნახევარი. 

ლამაზ კაცებს რომ ვემესიჯები და ველაპარაკები, ფეხისწვერებზე იაროს, რომ არ იეჭვონ, მარტო არ ვარ და ვიღაც მყავს. 
საღამოობით სადღაც-სადღაც რომ დავეხეტები, დარეკვები და სად ხარ და როდის დაბრუნდებები არ იყოს, ეგ არის ჩემი პირადი საზღვრების დარღვევა და კეთილი ინებოს და დაიცვას ეს საზღვრები და ჩემი პირადი სივრცე. 
თუ კარგად მოიქცევა, ნებას დავრთავ, ფეხბურთს უყუროს თვეში ერთხელ, ხმაგამორთულ ტელევიზორში. ღრიალზე და გოოოოლ-ზე ტკაცანით მოხვდება ცხვირში. 
თუ რამე არ მოსწონს და არ აწყობს, შეუძლია იტიროს აბაზანაში, ოღონდ ონკანი მოუშვას და ისე, მაგის წრუკუნი რომ არ გავიგონო. 
თუ მოუნდება ადამიანად ჩავთვალო და ვემეგობრო და რაღაცები მოვუყვე და რაღაც თემებზე ველაპარაკო, ნურას უკაცრავად - მაგისთვის არსებობენ ქალები, კაცს მაგდენი ტვინი ვინ მისცა, მე გამიქაჩოს. 
ჰოდა ესე", - წერს მწერალი.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+