"კასპობაზე" კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია Qartli.ge ავრცელებს და წერს, რომ დოკუმენტები მერიის ფინანსურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტების მიხედვით, ბაბი კირკიტაძემ ეს თანხა ტელეკომპანია ,,იმედის'' ღამის შოუს ბენდის მომსახურების გამო მიიღო.
"ღამის შოუს ბენდი" საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ბენდის მოწვევის ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს'' - სტატიის თანახმად, აღნიშნავს კულტურის სამსახურის უფროსი მოხსენებით ბარათში.
ღამის შოუს ბენდის ხელმძღვანელია გელა გნოლიძე. გამოცემის ინფორმაციით, გელა გნოლიძემ კასპის მერს მისწერა, რომ თანხა მიეცათ პირადად ბაბი კირკიტაძესთვის.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)