ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ავრცელებს.
“ჩემი მოსწავლე, ჩემი ლუკა ჩხიკვიშვილი, უფალს ებარებოდე შვილო…” - წერს სკოლის დირექტორი.
არსებული ინფორმაციით, ლუკამ ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.
“ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა”, -წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
წყარო:
primetime.ge/
კომენტარები (0)