Демонстрационный сайт » პოპულარული » 11-ჯერ დაქორწინებული და განქორწინებული 52 წლის ქალმა ნამდვილი სიყვარული ახლა იპოვნა

11-ჯერ დაქორწინებული და განქორწინებული 52 წლის ქალმა ნამდვილი სიყვარული ახლა იპოვნა

11-ჯერ დაქორწინებული და განქორწინებული 52 წლის ქალმა ნამდვილი სიყვარული ახლა იპოვნა
11 ქორწინება და განქორწინება - ქალმა სახელად მონემ მაინც შეძლო სიყვარულისადმი რწმენის შენარჩუნება და ის მეთორმეტე სიყვარულს შეხვდა.
 
52 წლის ქალი აცხადებს, რომ მას სიყვარულის ყოველთვის სჯეროდა და ის პირველად სკოლის დასრულებისთანავე გათხოვდა. მალევე განქორწინდნენ და მონე მეორე სიყვარულს შეხვდა. მეორე სიყვარულს დაშორების შემდეგ მალევე შეურიგდა და ისევ დაქორწინდნენ.
მეოთხე ქმარ წინა ქორწინებიდან შვილები ჰყავდა, დროთა განმავლობში ქალი მიხვდა, რომ მასთან ბედნიერი არ ქინებოდა. მონეს მეხუთე რჩეული კი, როგორც ქალმა აღიარა, მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო. თუმცა, ძლიერი გრძნობების მიუხედავად, მჭიდრო კავშირის შენარჩუნება ვერ შეძლეს და დაშორდნენ.
მალევე, ქალი მეექვსე სიყვარულს შეხვდა და ძალიან მალე დაშორდ. თუმცა, მისი დავიწყება ვერ შეძლო და მეექვსე ქმარზე მეშვიდედ იქორწინა. მერვე ქმარი მონემ ინტერნეტით გაიცნო და მას ცოლად რამდენიმე კვირაში გაყვა.
მეცხრე ქმარსაც გაცნობიდან მალევე გაყვა და მალევე დაშორდა. მეთაე ქმარი მონემ სკოლაში გაიცნო, წლების შემდეგ გაყვა ცოლად, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ მეგობრობის მეტი მისგან არაფერი სურდა.
„მეთერთმეტეზე არაფერს ვიტყვი, მასზე არაფერი მაქვს სათქმელი“, - ამბობს მონე.
მან აღიარა, რომ მარტივად უყვარდება და ცოლობა მას 28-ჯერ სთხოვეს.
მონე ორი წლის წინ 57 წლის ჯონს შეხვდა და მას მესამე პაემნის შემდეგ გაუმხილა, რომ უყვარს. ისინი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ქორწილს ჯერჯერობით არ გეგმავენ. 

წყარო: ​newposts.ge






კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+