ფუტსალი

 2019/27/01 13:19

ფუტსალი
ზვიად კუპატაძე: გულშემატკივარი იამაყებს საქართველოს ფუტსალის ნაკრებით
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის მზადება დაიწყო.  ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გერმანიის, დანიის და ისრაელის ნაკრები გუნდები იქნებიან. 

მოახლოვებულ მატჩებზე და ჩვენი გუნდის  შანსებზე, Sport24-თან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ ისაუბრა. 

 გუშინ მქონდა გუნდში თამაში და თბილისში დღეს მოვფრინავ. გუნდი უკვე ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“  იმყოფება და იქ ვარჯიშობს. სრული შემადგენლობით კი, დღეს საღამოს შევიკრიბებით. ტრავმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ყველა ჯანმრთელად არის. მხოლოდ მე მაქვს მცირე ტრავმა, მაგრამ ვფიქრობ,  30-ისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. 

ჩვენი ერთადერთი მიზანი აღნიშნულ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.სხვა შედეგს არც კი განვიხილავთ. 

გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყველას გთხოვთ, მოხვიდეთ ოლიმპიურ სასახლეში და მხარი დაგვიჭიროთ.  დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი იამაყებს, რომ ფუტსალში საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს. 

შეხვედრებს 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები