ეროვნული ნაკრები

 2019/11/09 10:43

ეროვნული ნაკრები
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება მილიონი ევროთი გაიზარდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩების შემდეგ, გერმანულმა გამოცემა Transfermarket-მა მოთამაშეთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სატრანფერო ღირებულება 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. შეგახსენებთ, დავითაშვილს სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა და გულშემატკივარს თავი საკმაოდ კარგი თამაშით დაამახსოვრა. 

18 წლის ზურიკო დავითაშვილი თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია. ის თბილისის დინამოსა და თბილისის ლოკომოტივის რიგებში ირჯებოდა. ამ ზაფხულს კი, ყაზანის რუბინს შეუერთდა.                                                                                                                                 

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას. ისიც თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილი გახლავთ. სხვადასხვა დროს ხვიჩა თბილისის დინამოს, რუსთავის და მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა. ამჯერად კი, ყაზანის რუბინში თამაშობს და მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლიც გაიტანა. გასულ სეზონში კი, მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად, რუსეთის თასის გამარჯვებული გახდა. 

       

გეტყვით, რომ განახლებული მონაცემების თანახმად, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი კვლავ სოლომონ კვერკველიაა (10 მილიონი ევრო). 

 

 

 

 

         



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები