თავისუფალი

 2018/22/10 19:00

თავისუფალი
ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ზურაბ იაკობიშვილი, ტიტულის შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებს. ზურა ბუდაპეშტში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით  (70 კგ), ნახევარფინალში  ახმედ გაზიმაგომედოვს დაუპირისპირდა და გამარჯვებამდე წამებიღა დააკლდა. ქართველმა ფალავანმა ორთაბრძოლა კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოსკენ, რუსი ძალიან გააქტიურდა და 3 ქულაც აართვა მეტოქეს. 

ამრიგად, ზურაბ იაკობიშვილი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები