თავისუფალი

 2018/23/10 20:21

თავისუფალი
ზურაბ იაკობიშვილი, ამჯერად, ბრინჯაოს დასჯერდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ზურაბ იაკობიშვილი, ამჯერად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ბუდაპეშტში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (70 კგ), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ქართველი სპორტსმენი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მონღოლ  ბატ ერდენეს დაუპირისპირდა და საკმაოდ ეფექტურ სტილში, წმინდა გამარჯვებით, 10:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ზურამ გასულ მსოფლიოზე ოქროს მედალი (65 კგ) მოიპოვა, ამჯერად კი, ახალ წონაშიც შეძლო მედლის აღება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები