სხვადასხვა

 2019/10/02 13:54

სხვადასხვა
ზურაბ დათუნაშვილი: შეიძლება ამ ადამიანებისთვის „მოსულა“ ძალადობა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბოლო დროს ქართულ ჭიდაობაში განვითარებულ მოვლენებთან  დაკავშირებით, ზურაბ დათუნაშვილმა, გადაცემაში სპორტი იმედზე“, კომენტარი გააკეთა:

პრეზდიუმის იმედი არ მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ ეს ხალხი გადაწყვეტილებას გეგა გეგეშიძის სასარგებლოდ მიიღებს.  მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტრო სხვადასხვა სპორტულ ფედერაციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რომ დაუდგნენ გვერდით ჭიდაობის ფედერაციას და ერთმა სპორტმენმა ვერ შეძლოს პრეზიდენტის გადაყენება. 

საუბარი იმის შესახებ, რომ მსგავსი რაღაცეები  ჯერ ჭიდაობის ოჯახში უნდა გაირკვეს და ასე სახალხოდ გამოტანა არ არის სწორი საქციელი, არ ვიზიარებ. შეიძლება ამ ადამიანიებისთვის მოსულა  ძალადობა და ამასში ისინი ვერაფერ ისეთს ვერ ხედავენ. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები