სხვადასხვა

 2019/25/01 14:42

სხვადასხვა
ზურაბ დათუნაშვილი: მამაო გამომიგზავნეს გასაჩუმებლად
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართულ ჭიდაობაში დაძაბული ვითარება გრძელდება. მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ ფედერაციასთან ის ვერ ითანამშრომლებს. 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურამ აღნიშნა, რომ მას მოძღვარი გაუგზავნეს და გაჩუმება სთხოვეს. 

 მამაო გამომიგზავნეს, რომელიც მეუბნებოდა. ზურა გავჩუმდეთ. არ ამოვიღოთ ხმა, ხმის ამოღების ეშინიათ, როგორც ჩანს, სამაგიეროდ, ყველა ტურნირზე პრივილეგია გექნება და ყველგან შენ წახვალ საასპარეზოდ. 

მე ვუთხარი, რომ ზუსტად ესაა შეცდომა. არასწორი, ძალადობრივი მმართველობა. სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მათ თვალში არ მოსდით. 

მოსამართლეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება და გეგეშიძე ჩამოეშორებინა ფედერაციისთვის, მაგრამ ეს დროის საკითხია და გეგას აუცილებლად მოუწევს გადადგომა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები