სხვადასხვა

 2019/23/01 22:03

სხვადასხვა
ზურაბ დათუნაშვილი: იძულებული ვიქნები, კარიერა დავასრულო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართულ ჭიდაობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა კომენტარი გააკეთა. 

გეგეშიძეს უნდა ეყოს გამბედაობა და აღიაროს დანაშაული. მან საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.  

ამ ფედერაციასთან თანამშრომლობას ვერ გავაგრძელებ და იძულებული ვიქნები, სპორტიდან წავიდე. 

შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, სადაც დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა. ეს პროტესტი ხალიჩის გარეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა და კადრებში სჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე სპორტსმენს. 

გეტყვით იმასაც, რომ ამ დროისთვის, გეგა გეგეშიძე  საპატიმროში იმყოფება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები