სხვადასხვა

 2019/09/02 13:15

სხვადასხვა
ზურაბ დათუნაშვილი: ბევრი სპორტსმენია ჩემს მხარეს, მაგრამ მათ გამოხატვის ეშინიათ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ამ დროისთვის, ქართულ ჭიდაობაში არცთუ სახარბიელო სიტუაციაა. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ის ფედერაციის ამ შემადგენლობასთან თანამშრომლობას ვერ მოახერხებს და იძულებული იქნება სპორტიდან წავიდეს ან ქვეყანა დატოვოს. 

მისი თქმით, გეგა გეგეშიძე გულწრფელად არ ნანობს ჩადენილ საქციელს და შერიგება, მხოლოდ თანამდებობის შესანარჩუნებლად უნდა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ჩემპიონმა Sport24-თან ისაუბრა. 

  ნუგზარ სხირელი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო  მწვრთნელია. მას ჩვენი ქვეყნისთვის არა ერთი წარმატებული  სპორტსმენი აღუზრდია და მსგავსი განცხადება მას უბრალოდ არ ეკადრება. გასაგებია, მას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ეს კორექტულად და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე უნდა გამოხატოს. მე, ჩემი განცხადებებით შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. 

იხილეთ ნუგზარ სხირელის კომენტარი 

საუბარი იმაზე, რომ მე ჭიდაობის ოჯახის და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მივდივარ, ტყუილია.  მე სიმართლისთვის ვიბრძვი და ბევრი სპორტსმენი ჩემს აზრზეა. უბრალოდ, მათ შიში აქვთ, რომ რაიმეს თქვის შემთხვევაში ზუსტად იმას გაუკეთებენ, რაც მე გამიკეთეს. 

მე მოვითხოვ ჩატარდეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზდიუმის სხდომა და ამ ადამიანებმა მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ჭიდაობისთვის იქნება სასარგებლო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები