მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/10/08 17:10

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ზლატკო დალიჩი რჩება
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი, ზლატკო დალიჩი, ეროვნულ გუნდთან მუშაობას გააგრძელებს. წყაროს ცნობით, დალიჩი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიეს. 

– ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა დავორ შუკერთან და ყველაფერზე შევთანხმდით. დიდი მადლობა დავორს, რადგან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ყველაფერზე დამთანხმდა. მოუთმენლად ველი, ნაკრებთან ერთად, ახალ გამოწვევებს,  განაცხადა ზლატკომ. 

შეგახსენებთ, დალიჩის დამოძღვრილმა ხორვატიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები