მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/23/07 18:41

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ზლატკო დალიჩი: მსოფლიოში მეორე მწვრთნელი ვარ!
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, აზიური კლუბის შეთავაზება ხელფასის გამო იუარა. გაირკვა, რომ იაპონიის ერთ-ერთი გუნდი, 51 წლის სპეციალისტს, წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობდა. 

 არ მიყვარს, როდესაც ჩემს სამწვრთნელო კარიერას ისეთები არჩევენ, რომლებსაც ბურთზე ფეხი ორჯერ არა აქვთ მირტყმული. აზიური კლუბი 2-წლიან კონტრაქტსა და წლიურად 5 მილიონ ევროს მთავაზობდა, მაგრამ უარით გავისტუმრე, რადგან მსოფლიოში მეორე მწვრთნელი ვარ და შემოთავაზებული ხელფასი ძალიან ცოტაა–  განაცხადა დალიჩმა. 

შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზლატკო დალიჩის დამოძღვრილი ხორვატიის ეროვნული გუნდი ფინალში გავიდა და საფრანგეთის ნაკრებთან 4:2 დამარცხდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები