ლეგიონერები

 2019/15/09 00:28

ლეგიონერები
ზივზივაძემ უნგრეთში დუბლი გაიფორმა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უნგრეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში, ბუდუ ზივზივაძის მეზოკოვეშდი ვარდას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი სასტარტოში იყო და საკუთარი გუნდის ორივე გოლი მის ანგარიშზეა. ჩვენებურმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებმა 49-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. ზივზივაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე დააფიქსირა – 2:1.

მეზოკოვეშდი 15 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ფეჰერვარს სამით ჩამორჩება, ხოლო ბუდუს უკვე სამი გოლი მოუგროვდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები