ძიუდო

 2019/01/09 15:29

ძიუდო
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი. დიდი სიხარული და ბოლოს დიდი იმედგაცრუება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოკიოში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ხმაურიანი სენსაცია მოახდინა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

81 კგ-ში 21 წლის ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს ფინალში მსოფლიო ჩემპიონი, ირანელი საეიდ მოლაეი დაამარცხა და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ტურნირის ბოლო დღეები კი, ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა და დიდი იმედგაცრუებაც ვნახეთ. ბექა ღვინიაშვილმა მორგი მსოფლიო ჩემპიონატი დაამთავრა უმედლოდ. ასევე, უმადლოდ დასრულდა ტურნირი ვარლამ ლიპარტელიანისთვის. ყველაზე დიდი იედგაცრუება კი, ტურნირის ბოლო დღეს, გურამ თუშიშვილის უმედლოდ დარჩენა იყო. გურამი ნახევარფინალში ჯერ იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან დამარცხდა, შემდეგ კი, როი მეიერთან წააგო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები