ძიუდო

 2018/17/05 19:18

ძიუდო
ძიუდოს ფედერაციაში კომისიამ პრობლემები ვერ აღმოაჩინა
ავტორი
ნინო ახობაძე

ძიუდოს საკითხების შესასწავლად შექმნილმა კომისიამ ძიუდოს ფედერაციაში, ამ ეტაპზე, დარღვევა ვერ აღმოაჩინა. გუშინ კომისიის მიერ გამართულ სხდომაზე, კომიტეტის კითხვებს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა უპასუხა. რის შემდეგაც, მიხეილ გიორგაძემ განცხადება გააკეთა:

„დღეს ჩვენ დარღვევის ვერანაირ ნიშნებზე ვერ ვისაუბრებთ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად ჟღერდა ყველა ის პასუხი, რომელზეც ფედერაცია საუბრობდა“.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები