ესპანეთი

 2019/07/08 10:45

ესპანეთი
ზინედინ ზიდანის გეგმები
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ჯერ კიდევ ზამთარში, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებისას, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე სრული კონტროლი მოითხოვა. 

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას, ზიზუს ფავორიტი პოლ პოგბაა და მადრიდელები ამ დრომდე ცდილობენ მანჩესტერ იუნაიტედთან შეთანხმების მიღწევას, მაგრამ  ამ მხრივ, მადრიდელებისთვის სასიკეთო ჯერ არაფერი ხდება. 

ფაქტია, მარიანო დიასი, ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან და ისინი  მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, „სამეფო კლუბის" რიგებს აუცილებლად დატოვებენ. უკვე ცნობილია, რომ რეალი მარიანო დიასმა დატოვა. ბეილი და როდრიგესი კი, ჯერ მადრიდელთა კლუბის საკუთრებაში არიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები