ესპანეთი

 2019/07/08 13:39

ესპანეთი
ზიდანის „შავ სიაში“ მყოფ ფეხბურთელებს ამხანაგურ მატჩებზეც აღარ იძახებენ
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

დღეს მადრიდის რეალი ამხანაგურ შეხვედრაში რედ ბულ ზალცბურგს დაუპირისპირდება. 

„სამეფო კლუბის“ მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. 

მეკარეები: კეილორ ნავასი, ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი,

მცველები: კარვახალი, ედერ მილიტაო, რაფაელ ვარანი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო, ალვარო ოდრიოსოლა, დე ლა ფუენტე,

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, კასემირო, ვალვერდე, ისკო,

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა, ლუკას ვასკესი, ლუკა იოვიჩი, ვინისიუსი, ედენ აზარი.

საგულისხმოა, რომ განაცხადში ვერ მოხვდნენ გარეთ ბეილი და ჯეიმს როდრიგესი, რომლებიც, დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე „ბლანკოსის“ რიგებს დატოვებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები