ევროტურნირები

 2018/26/05 02:13

ევროტურნირები
ზიდანი: ფინალში ფავორიტები არ ვართ
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მადრიდის რეალის მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. მისი თქმით, შანსები ორივე მონაწილეს თანაბრად აქვს. 

„ფეხბურთი მარტივია. არსებობს ორი გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ეთამაშებიან. მიზანი გამარჯვებაა, თუმცა, მისი მიღწევა მხოლოდ კონტროლის ხარჯზე შეიძლება. ჩვენ ფავორიტები არ ვართ. ბედნიერები ვართ, რომ ფინალში კიდევ ერთხელ ვითამაშებთ. გეტყვით, რომ შანსი თანაბარია“,  განაცხადა ფრანგმა. 

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, საქართველოს დროით, 22:45 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები