საფრანგეთი

 2018/09/05 02:57

საფრანგეთი
ზღაპარი, რომელიც „სტად დე ფრანსზე“ დასრულდა [VIDEO]
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

8 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლე ერბე და პსჟ დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა „პარკ დე ფრანსის“ ბინადრების გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

ამჟამად, ლე ერბე საფრანგეთის მესამე დივიზიონის მე-13 ადგილოსანია და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, ნეიმარის ორი კვირის ხელფასია. კლუბის საშინაო არენა „სტად მასაბელაა“ , რომელიც 5000 ადამიანს იტევს.

აქვე გეტყვით, რომ 2007 წელს გუნდი მე-7 დივიზიონში იმყოფებოდა და 8 წელი დასჭირდა მე-3 დივიზიონამდე ამოსასვლელად. 

თასის ფინალამდე, ლე ერბემ 7 ეტაპი გადალახა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლანსისა და ოსერის ბარიერის დაძლევა.  რაც შეეხება ფინალს, პსჟ-მ მე-3 დივიზიონის პატარა კლუბს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ზღაპარი სახელად ლე ერბე „სტად დე ფრანსზე“ დაასრულა, თუმცა, ვინ იცის...შესაძლოა, ეს თასის ფინალი ახალი ზღაპრის დასაწყისი იყოს!


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები