ევროთასები

 2018/26/04 21:02

ევროთასები
ზედიზედ მეოთხედ: ფენერბაჰჩე ოთხთა ფინალშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის ფლეი-ოფის მორიგ შეხვედრაში, ბასკონიამ ექს-ჩემპიონი ფენერბაჰჩე მიიღო. წყვილში ფავორიტი სწორედ თურქული გუნდი იყო, მათ საკუთარ კედლებში ორივე მატჩი მოიგეს, მესამეში კი ესპანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და სერიაში ანგარიში შეამცირეს. ამჯერად, სტუმრებმა შეძლეს და (92:83) იმარჯვეს.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო. ერთი პერიოდი, მასპინძლები წინაც იყვნენ, თუმცა, ბოლო წუთებში მეტოქეს გაქცევის საშუალება მისცეს. უკანასკნელ ერთ წუთში ფენერბაჰჩემ ორი სამქულიანი ჩააგდო და მეოთხედიც მოიგო – 25:19. ამის შემდეგ მათ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ბასკონიას კი მრისხანე მეტოქესთან წინააღმდეგობის გაწევა უჭირდა. საბოლოოდ, ფენერბაჰჩემ ტაიმი 16 ქულიანი უპირატესობით მოიგო – 48:32.

ფაქტია, ესპანელები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. სასწაული თუ იხსნიდა მასპინძელ გუნდს. დიდი შესვენების შემდეგ, სტუმრების უპირატესობა 21 ქულამდე ავიდა. მაგრამ მეოთხედის მიწურულს, მასპინძლებმა შეძლეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანეს – 62:72. სამწუხაროდ, ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა. თურქები თამაშის დათმობას არ აპირებდნენ და მატჩი გამარჯვებამდეც მიიყვანეს – 92:83.

სტუმართაგან 22 ქულით მარკო გუდურიჩი გამოირჩა. 21 ჰქონდა ნიკოლა მელის. მასპინძელთაგან ვინსენტ პურიემ – 14, როდრიგ ბოგუამ კი 13 ქულა მოაგროვა. 11 ქულა მიითვალა თორნიკე შენგელიამ.

ამ მოგებით, ფენერბაჰჩე ზედიზედ მეოთხედ გავიდა ოთხთა ფინალში. 2013/14 წლების სეზონში ისინი ნახევარფინალში დამარცხდნენ რეალთან, მომდევნო წელს კი უკვე ცსკა-სთან დათმეს ფინალი. გასულ სეზონში ჩემპიონობა იზეიმეს, მათ ფინალში ოლიმპიაკოსი დაამარცხეს.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები