ნიჩბოსნობა

 2019/27/06 19:46

ნიჩბოსნობა
ზაზა ნადირაძეს მედლამდე მცირედი დააკლდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქართველ ნიჩბოსანს, ზაზა ნადირაძეს, მინსკის ევროპულ თამაშებზე მედლამდე მცირედი დააკლდა. 200 მეტრ დისტანციაზე პირველობისთვის, მასთან ერთად, კიდევ 8 ნიჩბოსანი იბრძოდა.

საბოლოო მონაცემებით, ჩვენებური მეოთხე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ ალფონსო ბენავიდეს 700 წამის მეასედით ჩამორჩა. პირველ ადგილზე ბელარუსი არტემ კოზირი გავიდა, მეორე იტალიელი ნიკოლაი კრაციუნი იყო.

გოგონათა შორის, მარიამ ქერდიკაშვილმა ბოლოსწინა, მერვე პოზიცია დაიკავა. ოქროს მედალი კვლავ ბელარუსს, ალენა ნაზდროვას ერგო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები