ნიჩბოსნობა

 2019/25/08 14:49

ნიჩბოსნობა
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. უნგრეთის ქალაქ სზეგედში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრ დისტანციაზე კანოეთი ქართველმა ნიჩბოსანმა დისტანცია 40.24-ში დაფარა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ზაზას კარგი სტარტი ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში მეორეც იყო, მაგრამ ბოლოსკენ ბელარუსმა  დაწევა მოახერხა და სულ მცირედით აჯობა. ვერცხლიდ მედლის მფლობელის გამოსავლენად ვიდეო ფინიშის გამოყენება გახდა საჭირო.

მსოფლიო ჩემპიონი ლიეტუვას წარმომადგენელი ჰენრიკას ზუსტაუტასი გახდა. ვერცხლის მედალს კი, ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები