ლეგიონერები

 2019/11/04 14:24

ლეგიონერები
ზაზა ფაჩულიას გუნდი ფლეი-ოფშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

როგორც მოსალოდნელი იყო, ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა უკანასკნელი შეხვედრაც მოიგო და ფლეი-ოფში გავიდა.

დეტროიტელები ბოლოადგილოსან ნიუ იორკ ნიქსს ესტუმრნენ და ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხეს.

სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ტაიმი 65:41 მოიგეს. უპირატესობა დიდი შესვენების შემდეგ გაიზარდა და 36 ქულას მიაღწია. ბოლო წუთებში პისტონსმა მეტოქეს თამაშის საშუალება მისცა და სხვაობა 40 ქულიდან 26-მდე ჩამოვიდა – 115:89.

ზაზა ფაჩულიამ 15'37 წუთი ითამაშა, რა დროშიც – 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მან 4-დან 2 საშუალო და ორივე საჯარიმო გამოიყენა.

პარალელურად, პისტონსის უშუალო კონკურენტები, მაიამი ჰითი და შარლოტ ჰორნეთსი დამარცხდნენ, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია.

დეტროიტული კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზე გავიდა, ამიტომ ფლეი-ოფში მილუოკი ბაქსს შეხვდება, რომელმაც 60 მოგებითა და 22 მარცხით, პირველი ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში ოთხივე მატჩი მილუოკელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი საფლეიოფო შეხვედრა 15 აპრილს, 03:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები