NBA

 2018/06/10 12:31

NBA
ზაზა ფაჩულიას არ ყოფნაში, პისტონსმა სპურსთან წააგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს გამთენიას, დეტროიტ პისტონსი NBA-ის წინასასეზონო შეხვედრაში სან ანტონიო სპურს დაუპირისპირდა. წინა მატჩისგან განსხვავებით, დღეს პისტონსი ზაზას გარეშე გამოვიდა და შეხვედრა 93:117 წააგო.

სპურსი დიდ უპირატესობას საწყისი მეოთხედიდან დაეუფლა და 37:22 მოიგო. მეორეში პისტონსი გააქტიურდა 27:24 მოიგო მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.

მეორე ტაიმი სრულად მასპინძლების იყო და მესამე 25:19, ხოლო მეოთხე თორმეტწუთეული 31:25 მოიგეს, რითაც ორი გამარჯვება დაუგროვდათ – 117:93.

პისტონს კვლავ ანდრე დრამონდმა ულიდერა, ვისაც 18 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. სპურსის მხრიდან კი, დეჟუანტე მიურეი გამოირჩა – 16 ქულა, 11 მოხსნა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები