ლეგიონერები

 2019/11/09 11:03

ლეგიონერები
ზაზა ფაჩულია: მადლობა თანადგომისთვის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 16-წლიანი საკალათბურთო კარიერა დაასრულა. 

35 წლის ქართველმა კალათბურთელმა ინსტაგრამის გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ სათამაშო კარიერას იხსენებს. 

– 16 წლის წინ გავხდი NBA-ის ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ, უკან დამიბრუნდა  საუკეთესო მოგონებები. შევიძინე  უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი სიყვარული. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები თქვენი თანადგომის, რომელსაც სულ ვგრძნობდი. არ განვიცდი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები