ლეგიონერები

 2019/12/03 12:27

ლეგიონერები
ზაზა დაბრუნდა, პისტონსი ნეთსმა შეაჩერა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზაზა ფაჩულია პარკეტს დაუბრუნდა, თუმცა, მისმა გუნდმა საოცარი სერია შეწყვიტა. ბრუკლინ ნეთსი პისტონსის უშუალო კონკურენტია და საკუთარ კედლებში გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა.

სტუმრებმა ძალიან უსუსურად ითამაშეს და NBA-ისთვის არადამახასიათებელი 75 ქულა ჩააგდეს. ბრუკლინმა 103 მიითვალა და მატჩი მარტივად მოიგო.

ფაჩულიამ 7'46 წუთი ითამაშა, რა დროშიც, 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ჩვენებურმა საშუალოდან მეტოქის ფარს 4-ჯერ შეუტია, მაგრამ ერთი გამოიყენა.

წაგების შემდეგ, პისტონსმა ნეთსს ადგილი გაუცვალა და მე-7-ზე ჩამოქვეითდა, მაგრამ მასზე 3-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. მორიგი მეტოქე მეორე უშუალო კონკურენტი, მაიამი ჰითი იქნება. შეხვედრა 14 მარტს, 03:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები