ლეგიონერები

 2019/14/08 02:46

ლეგიონერები
ზაგრების დინამომ ლაშა დვალის გუნდიც ჩამოიცილა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზაგრების დინამოს შეჩერება ვერც ლაშა დვალის ფერენცვაროშმა შეძლო. მოგეხსენებათ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატებმა საბურთალო ორი მატჩის ჯამში, 5:0 დაამარცხეს და შემდეგ რაუნდში არც უნგრელები დაინდეს.

ზაგრებში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და ფერენცვაროშმა მისთვის დადებით შედეგს (1:1) მიაღწია, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ კედლებში, 0:4 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა ორივე მატჩი სრულად ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშისთვის დინამოს როსენბორგი შეეცილება, რომელმაც მარიბორს ორივე შეხვედრა 3:1 მოუგო. თავის მხრივ, ევროპა ლიგის ჯგუფში სათამაშოდ, დვალის გუნდი მაქაბისა და სუდუვას შორის უკეთესს შეხვდება. ლიეტუველებმა პირველი შეხვედრა სტუმრად, 2:1 მოიგეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები