ძიუდო

 2019/28/07 21:38

ძიუდო
ზაალიშვილის ოქრო, მატიაშვილის ბრინჯაო (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მეორე ოქროს მედალი ხორვატიიდან – ზაგრებში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრის ბოლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ბექა ღვინიაშვილის შემდეგ, ოქროს მედალს მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილიც დაეუფლა (+100 კგ).

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იაპონელი მეტოქე, ჰარასავა, იპონით დაამარცხა. ფინალამდე ზაალიშვილმა რუსი ანდრეა ბრაჩევი, ისრაელის წარმომადგენელი ორ სასონი, პოლონელი მატეა სარნაცკი და ჰოლანდიელი როი მეიერი დაამარცხა. 

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლევან მატიაშვილი გახდა. 

საბოლოოდ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრანპრიზე გამოსვლა 2 ოქროს და  2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები