ეროვნული ლიგა 2

 2018/03/04 18:58

ეროვნული ლიგა 2
ლიდერებმა ქულები გაიყვეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

  

ეროვნულ ლიგა 2-ში მეხუთე ტური ნორჩი დინამოს და ცხინვალის მატჩით გაიხსნა. შეხვედრა ნორჩი დინამოს სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით 5-1 დასრულდამიმდინარე სეზონში ორივე გუნდის მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებაეს ნორჩი დინამოსთვის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იყო და ისინი 6 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენცხინვალელებს კი  სატურნირო ცხრილში 5 ქულა აქვთ და ამ დროისთვის მერვე პოზიციაზე არიან.

ნორჩი დინამო-ცხინვალი

ნორჩი დინამო: 1. ბაჩო მიქავა 5. სევასტი თოდუა 9. ბესიკ ჩიმაკაძე 10. იაგო დეისაძე 11. ბექა ბეროშვილი (74 გიორგი მელქაძე) 20. რაფაელ ჩუკურა 24. გიორგი ჯგერენაია 28. ზურაბ თევზაძე 31. ბაჩანა მიქელაძე 88. კახაბერ კაკაშვილი (80 გოგი ფიფია)  99. რევაზ გეწაძე

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

ცხინვალი: 1. ელმადო მამადოვი 3. ნიკოლოზ ყურშავიშვილი 4. გიორგი ლაცაბიძე 7. გიორგი მაღალდაძე 8. ნიკოლოზ მაისურაძე 11. ზვიად მეტრეველი 13. კობა შალამბერიძე 22. სანდრო ქრისტესიაშვილი 23. ანდრო ნემსაძე 99. ლუკა გადრანი

მთ. მწვრთნელი:  მალხაზ ლაცაბიძე

 

 

 

ტურის ცენტრალური შეხვედრა მცხეთა პარკზე გაიმართა, რომელშიც ვიტ ჯორჯია და გაგრა დაუპირისპირდა ერთმანეთს. შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა. თამაშის მესამე წუთზე სტუმართა მცველებმა, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან პირდაპირ კარში დაარტყა პაატა ღუდუშაურმა, თუმცა, გაგრელთა მეკარემ ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მატჩის მეთორმეტე წუთზე შოთა დავლაშელიძის გადაცემის შემდეგ, მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით გიორგი ვეკუამ დაარტყა. მოწინააღმდეგე გუნდის კიპერმა ბურთი ამჯერადაც ხელებში დააფიქსირა. დაპირისპირების 23- წუთზე, გაგრელთა კარის მიმართულებით, ჯარიმიდან ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა. მეკარემ კვლავ მოახერხა ბურთის დამორჩილება. ჩვენი კარისკენ 28- წუთზე ნიკა მაგრაქველიძემ დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის 33- წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, ნოდარ კიკნაველიძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, გადმოვარდნილ ბურთთან პირველი გიორგი ვასაძე აღმოჩნდა, რომელმაც კარში დაარტყა და სტუმართა კიპერს თავგანწირულ ნახტომში მოუხდა საკუთარი გუნდის გადარჩენა.

შეხვედრის მე-60 წუთზე ჯონი შეროზიას  აქტიურად ჩართვა მოუხდა თამაშში, მან რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 74- წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლელობა ჰქონდათ ვეტერინარებს. ბექა კაკუშაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ პაატა ღუდუშაურმა გაგზავნა, გაგრელთა კიპერმა მოახერხა ახლო მანძილიდან დარტყმულის მოგერიება. გაგრელთა კართან მორიგი სახიფათო სიტუაცია შეხვედრის 85- წუთზე შეიქმნა, კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს არეულობა მოჰყვა, ვეტერინარებს გოლის გატანაც შეეძლოთ, სტუმართა მცველებმა შეტევის მოგერიება მოახერხეს, თუმცა დროებით − ბურთი ბექა კაკუშაძეს მიუვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა კარში და მცირედით ააცილა

ვიტ ჯორჯია-გაგრა

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი (საჯაია 53'), კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (კაკუშაძე 68'), ღუდუშაური, ვეკუა (ექვთიმიშვილი 80'), კიკნაველიძე, ვასაძე, დავლაშელიძე
 
გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, ზახარჩენკო, სამხარაძე, მაგრაქველიძე (პაპავა 74'), ცაცკრიალაშვილი (სპანდერაშვილი 84'), ხაბელაშვილი, სოფრომაძე, კაკიაშვილი, გოგატიშვილი (ლომსაძე 80'), სულთანიშვილი
 
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე, ვეკუა − ზახარჩენკო, კაკიაშვილი
 
გაძევება: ჩაკვეტაძე



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები