თავისუფალი

 2019/27/06 20:24

თავისუფალი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკის ევროპულ თამაშებზე გამოსვლა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. 65 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ოლიმპიური ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდა. ჩვენებური პრაქტიკულად უშანსოდ, 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

გეტყვით იმასაც, რომ ფინალამდე ლადომ მოლდოველი პერპელიცა და რუსი ჩაკაევი დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები