ლეგიონერები

 2019/15/07 21:32

ლეგიონერები
ვიზა, გოგა ბითაძე და სენატორი
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

რამდენიმე დღის წინ, ინდიანა პეისერსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შესანიშნავი ინფორმაცია გაავრცელა.

ქართველი ცენტრის ვიზის პრობლემა მოგვარებულია და ის უკვე ამერიკაშია. ხსენებული პრობლემის გამო, ჩვენებურმა NBA-ის საზაფხულო ლიგა გამოტოვა.

ბითაძისთვის ვიზის მიცემის პრობლემის გადაწყვეტაში უდიდესი როლი ამერიკელმა სენატორმა, ტოდ იანგმა ითამაშა, რომელმაც სოციალურ ქსელში კომენტარიც გააკეთა:

–  მოხარული ვარ, რომ ბითაძეს ვიზის მიღებაში დავეხმარე. ახალ სეზონში ინდიანას შემადგენლობაში ველი, –  დაწერა მან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები