ევროტურნირები

 2019/29/08 21:23

ევროტურნირები
ვირჯილ ვან დაიკი უეფას ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილიყრა გაიმართა. გარდა ამისა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გასული სეზონის საუკეთესოები დაასახელა. 

უეფას ვერსიით, 2018/2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისური ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერი და ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი დასახელდა.

დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულები კი გახდნენ: 

საუკეთესო მეკარე – ალისონ ბეკერი (ლივერპული); 

საუკეთესო მცველი – ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული); 

საუკეთესო ნახევარმცველი – ფრენკი დე იონგი (ბარსელონა); 

საუკეთესო თავდამსხმელი – ლიონელ მესი (ბარსელონა).

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები