სუპერ რაგბი

 2018/05/05 16:29

სუპერ რაგბი
ვილი გენიამ, შესაძლოა, ივნისის ტესტ სერიის პირველი მატჩი გამოტოვოს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ავსტრალიის ნაკრებისა და სუპერ რაგბის კლუბ რებელსის ღერძმა, ვილი გენიამ, შესაძლოა, ივნისის ტესტ სერიის პირველი მატჩი გამოტოვოს, რომელშიც ვოლაბები ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

გენიამ ტრავმა პარასკევს გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც რებელსმა კრუსადერი 55-10 დაამარცხა.

ავსტრალიის რაგბის კავშირის ცნობით, გენიას ტრავმა არცთუ სერიოზულია. ის სუპერ რაგბის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს და იმედი აქვთ, რომ 30 წლის ღერძი ავსტრალიას ივნისის ტესტებზე დაეხმარება.

ავტრალიის ნაკრები ივნისის ტესტებს ირლადიასთან მატჩით იწყებს, რომელიც 9 ივნისს გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები