ესპანეთი

 2018/15/10 16:31

ესპანეთი
ვერმაელენმა ტრავმა მიიღო, ბარსელონას ორი მცველი დარჩა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონა მორიგი პრობლემის წინაშეა. სამუელ უმტიტის ტრავმის შემდეგ, დაზიანება მეორე ცენტრალურმა მცველმა, ტომას ვერმაელენმაც მიიღო.

ბელგიელმა ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და 6 კვირა იუქმებს. 

ვერმაელენმა მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა ჩაატარა, მიზეზი სწორედ უმტიტის ტრავმა იყო. 

32 წლის მცველს 7 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის, მადრიდულ გრანდებთან, ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ინტერის წინააღმდეგ.

მოახლოებულ შეხვედრებში, ვალვერდეს განკარგულებაში ხერარდ პიკე და კლემან ლანგლე დარჩნენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები