A ლიგა

 2019/19/04 20:37

A ლიგა
ვერა ა-ლიგის ჩემპიონია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ა-ლიგის ფინალში ვერა კსუ-ს დაუპირისპირდა. საწყისი ორი შეხვედრა ვერამ მოიგო, ხოლო შემდეგ კსუ-მ ჩამორჩენა შეამცირა. მეოთხე დაპირისპირება ვერას გამარჯვებით (81:70) დასრულდა, რითაც ა-ლიგა მოიგეს და სუპერლიგაში აღზევდნენ.

ჩემპიონებმა პირველი მეოთხედი 20:24 წააგეს, თუმცა, დარჩენილი პერიოდები საკუთარ სასარგებლოდ დაასრულეს  ტაიმი 42:39, ხოლო შეხვედრა 81:70 მოიგეს.

ვერას ივან საიჩმა ულიდერა, ვინც 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. კსუ-ს მხრიდან საუკეთესო 27 ქულით ანდრე უოლკერი გახლდათ. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები