ინგლისი

 2018/27/05 20:31

ინგლისი
ვენგერი იაპონიაში?
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, შესაძლოა, იაპონიაში გადავიდეს და ადგილობრივ კლუბს ჩაუდგეს სათავეში. წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი ნაგოიას გაწვრთნის. 

აღსანიშნავია, რომ არსენი ნაგოიას 1995-1996 წლებში წვრთნიდა. იაპონური კარიერის დასრულების შემდეგ, კუნძულელთა ხელმძღვანელად დაინიშნა და 22 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. 

შეგახსენებთ, ვენგერმა „მეთოფეები“ 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და ჯერჯერობით, უკლუბოდაა. არსენის თქმით, შემოთავაზებების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, დაფიქრება მართებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები