ნაკრებები

 2018/17/10 18:42

ნაკრებები
ვენგერი: გერმანიას იოზილი სჭირდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, მიიჩნევს, რომ მესუთ იოზილი გერმანიას სჭირდება.

იოზილმა სანაკრებო კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. მას ბევრი აკრიტიკებდა, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. თუმცა, მისი წასვლის შემდეგ, ნაკრების მდგომარეობა გართულდა. ისტორიის განმავლობაში, კალენდარულ წელიწადში გერმანიამ 6 შეხვედრა პირველად წააგო.

Bild-თან საუბრისას, ვენგერმა აღნიშნა, რომ იოზილის ნაკრებში დაბრუნება, მისთვისაც  და გერმანიისთვისაც უკეთესი იქნება:

მჯერა, რომ გერმანიას იოზილი სჭირდება. ვფიქრობ, ლიოვს მისი დარწმუნება და დაბრუნება შეუძლია. იოზილი შესანიშნავი მოთამაშეა.

არ მომეწონა, როდესაც ნაკრები დატოვა. მცირე მოტივაციაც კი იკარგება, როდესაც იცი, რომ მუნდიალის ან ევროპის ჩემპიონატის წინ, მზად არ ხარ.

მიხარია, როდესაც ფეხბურთელი მაქსიმალურად მზადაა. 

აქვე გეტყვით, რომ გერმანელი ფეხბურთელი ორშაბათს 30 წლის გახდა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები