ჰოკეი

 2018/08/06 13:05

ჰოკეი
ვაშინგტონ კაპიტალსი NHL-ის გამარჯვებულია! [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NHL-ის ფინალის მეხუთე შეხვედრაში, ვეგას გოლდენ ნაითსი ვაშინგტონ კაპიტალს დაუპირისპირდა. 

ვეგას გოლდენ ნაითსმა დასავლეთ კონფერენცია მოიგო და კემპბელის თასს დაეუფლა. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი 2017 წელს დაარსდა და პირველივე სეზონში მიაღწია წარმატებას.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონს, ვაშინგტონ კაპიტალს, მათ მეორედ მოიგეს უელსის პრინცის თასი.

სერიაში სტუმრები 3:1-ს ლიდერობდნენ, ამიტომ გოლდენ ნაითს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. უშეღავათო ბრძოლაში კაპიტალსმა 4:3 იმარჯვა და პირველად დაეუფლა სტენლის თასს.

პირველი პერიოდი გატანილი შაიბის გარეშე დასრულდა.

ეს ყველაფერი კი მეორე პერიოდში გადაიფარა, სადაც 5 შაიბა ვიხილეთ. 06'24 წუთზე სტუმრები იაკუბ ვრანამ დააწინაურა. სამ წუთში ნეით შმიდტმა წონასწორობა აღადგინა. 34 წამში კი კაპიტალსმა უპირატესობით ისარგებლა და ოვეჩკინმა წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მაინც შეძლეს პერიოდის მოგება. 12'56 წუთზე დავიდ პერონმა გაათანაბრა, ხოლო შესვენებამდე 29 წამით ადრე, რეილი სმიტმა უპირატესობით ისარგებლა და გოლდენ ნაითსი დააწინაურა – 3:2.

მესამე პერიოდის შუაწელს სტუმრები გააქტიურდნენ. 09'52 წუთზე დევანტე სმიტ-პელიმ ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი შაიბა (12'23) კი დანიელმა ლარს ელერმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ჩემპიონობა მოუტანა – 4:3.

ფლეი-ოფების საუკეთესო მოთამაშედ ალექს ოვეჩკინი დასახელდა

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები