ძიუდო

 2019/30/08 14:36

ძიუდო
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოდან უმედლოდ მოდის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ყველაზე სტაბილურმა ქართველმა ძიუდოისტმა და ძიუდოს პროფესორად წოდებულმა ვარლამ ლიპარტელიანმა 2019 წლის იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე დაასრულა. რეპეშაჟში ის ჰოლანდიელ მარკ კორელთან, რომელთანაც აქამდე სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ვაზარის ილეთით დამარცხდა. გეტყვით, რომ 2011 წლის შემდეგ, ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ლიპო მედლის გარეშე დარჩა. 

ხვალ კი, საქართველოს ღირსებას ჩვენი მთავარი იმედი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი დაიცავს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები