ძიუდო

 2018/25/09 18:21

ძიუდო
ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
ავტორი
ლუკა ბერიძე

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე მისასვლელი გზა ძალიან დამაჯერებლად გაიარა, თუმცა, ფინალში კორეელი ჩოს წინააღმდეგ, უძლური აღმოჩნდა.

ლიპარტელიანმა, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერია, 1 რაუნდი გამოტოვა, შემდეგ კი, მიყოლებით დაამარცხა იდირი (საფრანგეთი), დარვიში (ეგვიპტე) და ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), 1/2 ფინალურ ბრძოლაში კი, მონღოლი ლხაგვასურენ ოტგონბაატარი დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში ჩვენებურის მეტოქე სამხრეთ კორეელი ჩო იყო, რომელმაც ფინალამდე რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელმაც დაახლოებით 8-9 წუთს გასტანა. საბოლოოდ, კორეელმა ძიუდოისტმა ლიპარტელიანის ვაზარზე დაგდება შეძლო და ოქროს დაეუფლა. 

ამჟამად, საქართველოს ნაკრების ყულაბაში 1 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია. შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს სინჯის მედლის მოპოვება ამირან პაპინაშვილმა შეძლო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები