ხელბურთი

 2019/02/06 23:00

ხელბურთი
ვარდარი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მაკედონიური ვარდარი გახდა. მათ ფინალში ვეშპრემი (27:24) დაამარცხეს. 

ფინალამდე მაკედონიელებმა ბარსელონას (29:27) მოუგეს, ხოლო ვეშპრემმა კიელცე გააგდო – 33:30.

ფინალურ დაპირისპირებაში ფავორიტად ვეშპრემი მოიაზრებოდა, თუმცა, უნგრელები წინ მხოლოდ ერთხელ გავიდნენ. დანარჩენ შემთხვევაში, ვარდარს უპირატესობა არ დაუთმია. პირველი ტაიმი მათივე გამარჯვებით (16:11) დასრულდა. რა თქმა უნდა, ვეშპრემმა გაიბრძოლა და სხვაობა 1 გოლამდე რამდენჯერმე შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო. ბოლო წუთებზე მაკედონიელებმა უპირატესობა განიმტკიცეს და მატჩიც მოიგეს – 27:24.

ვარდარმა ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. პირველად ტიტული 2017 წელს მოიპოვეს. ვეშპრემი კი ძალიან უიღბლო გუნდია. ისინი ფინალში მეოთხედ გავიდნენ, მაგრამ გამარჯვება ვერც ერთხელ იზეიმეს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ბარსელონამ კიელცე 45:30 დაამარცხა. 

გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 99 გატანილი გოლით, კიელცეს 10-იანი, ალექს დუშებაევი გახდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები