ლეგიონერები

 2018/30/12 12:57

ლეგიონერები
ვაკო გვილიას ყაზახეთსა და მოლდოვაში ეპატიჟებიან
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

prosports.kz-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და შვეიცარიული ლუცერნის ნახევარმცვრლმა, ვალერიან გვილიამ, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. 24 წლის ნახევარმცველს ყაზახური ტობოლი ეპატიჟება, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი უკვე ირიცხებიან.

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ლუცერნის ნახევარმცველით ტირასპოლის შერიფიც ინტერესდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მოლდოვურ გრანდში გორის დილას ერთ-ერთი ლიდერი, ლეანდრო რიბეირო გადავიდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები